საქართველოს მწვანე მთვარეს საზოგადოებამ 2015 წელს საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით რეგისტრაცია გაიარა და ოფიციალური საქმიანობა დაიწყო. 2016 წელს არჩეულ იქნა საერთაშორისო მწვანე მთვარეს ფედერაციის წევრად. 2018 წლიდან კი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სოციალურ და ეკონომიკურ საკითხთა განყოფილების (UNDESA) წევრი, 2019 წლიდან ვიანას არასამთავრობოს ნარკოტიკებთან ბრძოლის კომიტეტის წევრი (VNGOC) და ასევე გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის (ECOSOC) წევრია. საქართველოს მწვანე მთვარეს საზოგადოება არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც იბრძვის თამბაქოს, ალკოჰოლის, ნარკოტიკის, აზარტული თამაშებისა და ტექნოლოგიური დამოკიდებილებების წინააღმდეგ. აღნიშნული საზოგადოების ძირითადი მიზანია მავნე ჩვევებთან ბრძოლა, ამ თვალსაზრისით ადამიანების საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და ჯანსაღი მომავლისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნა, ხალხური დიპლომატიის განვითარება, სტრუქტურულ და ფუნქციონალურ დონეზე დემოკრატიული გადასვლების ხელშეწყობა, მავნე ჩვევების მოწინააღმდეგე პროგრამებზე ახალგაზრდების მიზიდვა, სასწავლო დაწესებულებებში მეცნიერული პროგრამების განხორციელება.
საერთაშორისო წევრები



